
"ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანს თავის გუნდში უნდა გადაიყვანოს "ალკმაარის" თავდამსხმელი კელვინ სტენგსი, - იტყობინება Sky Sports-ი.
21 წლის სტენგსის დებიუტი ნიდერლანდების ნაკრებში 2019 წლის ნოემბერში შედგა, როდესაც ეროვნულ გუნდს კუმანი ხელმძღვანელობდა.
ის "ალკმაარის" აღზრდილია, გასულ სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონატის 25 მატჩში (24 ძირითად შემადგენლობაში) 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.