ედინსონ კავანის "რეალი" ეპატიჟება

AutoSharing Option
უგუნდოდ მყოფმა 33 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ შეიძლება კარიერა "რეალში" გააგრძელოს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

"რეალი" მზადაა კავანის მოკლევადიანი კონტრაქტი შესთავაზოს. პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული კავანის "ბენფიკაში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ძალიან დიდი ხელფასი მოითხოვა და ტრანსფერი ჩაიშალა.

ის "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2013 წლიდან იცავდა, გასულ სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონატის 14 მატჩში (7 ძირითად შემადგენლობაში) 4 გოლი (1 პენალტით) გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული