
გამოცემის ინფორმაციით, ანჩელოტის შემცვლელად მხოლოდ "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელის, ხაბი ალონსოს კანდიდატურა განიხილება. ესპანელს გერმანულ კლუბთან აქვს შეთანხმება, რომ თუ "რეალი" მის გადაბირებას შეეცდება, "ლევერკუზენმა" მას წასვლაში ხელი არ უნდა შეუშალოს.
"რეალი" 51 ქულით ლა ლიგის ლიდერია და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 1 ქულით უსწრებს.