უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ გარეთ ბეილის შესახებ მადრიდის "რეალის" დამრიგებელ ზინედინ ზიდანს ენობრივი ბარიერის გამო ვერ ესაუბრა.
"ზიდანთან კონტაქტი არ მქონია. ესპანურად და ფრანგულად კარგად ვერ ვსაუბრობ. ჩემი მხრიდან ასეა. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ზიდანმა ინგლისური არც ისე კარგად იცის.
მიუხედავად იმისა, რომ გარეთს "რეალში" პრაქტიკა არ აქვს, არ ვდარდობ. უბრალოდ სიტუაციას ვადევნებ თვალს. როცა ბეილი ნაკრებში ჩამოვა, ყველაფერზე მაშინ დაველაპარაკები", - აღნიშნა გიგზმა.
უელსელი ფორვარდი გარეთ ბეილი რაიან გიგზმა ეროვნულ გუნდში ფინეთისა და