Diario Sport-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას კატალონიურ "ბარსელონაში" განაგრძობს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" ინგლისური კლუბის ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის 1 წლით გახანგრძლივებაც მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
გამოცემა წერს, რომ ესპანური გრანდი 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროსა და პლუს, ბონუსებს გადაიხდის. თუმცა ტრანსფერის სრული ფასი 20 მილიონ ევროს არ გასცდება.
მოგეხსენებათ, 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის 1/2-ფინალურ საპასუხო მატჩში ჟორჟინიო ვეინალდუმმა "ბარსას" კარში დუბლი (54, 56 წწ.) შეასრულა და დივოკ ორიგისთან ერთად საკუთარი გუნდის გამარჯვების
(4:0) ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.