"ბარსამ" კლუბის ისტორიის უდიდესი კოშმარის ერთ-ერთი შემოქმედის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
Diario Sport-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას კატალონიურ "ბარსელონაში" განაგრძობს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" ინგლისური კლუბის ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის 1 წლით გახანგრძლივებაც მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

გამოცემა წერს, რომ ესპანური გრანდი 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროსა და პლუს, ბონუსებს გადაიხდის. თუმცა ტრანსფერის სრული ფასი 20 მილიონ ევროს არ გასცდება.

მოგეხსენებათ, 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის 1/2-ფინალურ საპასუხო მატჩში ჟორჟინიო ვეინალდუმმა "ბარსას" კარში დუბლი (54, 56 წწ.) შეასრულა და დივოკ ორიგისთან ერთად საკუთარი გუნდის გამარჯვების
(4:0) ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა იაფია ტოო! რატომ? ალბათ გვიან იხარშება და უგემური ხორცი აქვს, მაგრამ მაინც იაფია.. თან მაგრად იაფი. აქ რაცხაშია საქმე...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
20:18 02-09-2020
7
მიდით შემოყარეთ ბარსას "მტრები" რა გენაღვლებათ და ბარსას საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის კი არაკაცურად ექცევით. ფუი თქვენი, რაც მე აღარ ვიყო უკვე ბარსას გულშემატკივარი.
10

სიახლეები პოპულარული