ფრენკი დე იონგი: "ბარსელონაში" ქაოსი მესის გადაწყვეტილებამ გამოიწვია...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა აღიარა, რომ "ბლაუგრანაში" ქაოტური მდგომარეობაა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა მესის მოთხოვნამ იქონია, რადგან ლეოს ასეთ გადაწყვეტილებას არავინ ელოდა.

მას შემდეგ, რაც კატალონიური გრანდი "ბაიერნთან" ანგარიშით 2:8 განადგურდა, გუნდი მთლიანად მოიშალა, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი დაითხოვეს და მის ადგილას ნიდერლანდელი ექსთავკაცი და კატალონიელთა ლეგენდა რონალდ კუმანი დანიშნეს. მიუხედავად ამისა, "კულეები" ძალიან გაბრაზებულები არიან და კლუბიდან პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბარტომეუს წასვლას ითხოვენ.

"ამჟამად გუნდში არეულობაა: ქაოტური მდგომარეობა და გაურკვევლობა. მე მესისთან ტრანსფერის შესახებ არ მისაუბრია,
ასე რომ, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. თუ ლეო "ბარსელონას" დატოვებს, ეს ჩვენთვის უდიდესი დარტყმა იქნება. სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდში დავბრუნდები და აქ არსებულ მდგომარეობას მერე შევაფასებ", - განაცხადა დე იონგმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ მესი ისევ გუნდში დახვდეს, თუმცა არგენტინელთან ამ თემაზე არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ დე იონგი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებიც "ბარსელონაში" ხელშეუხებელნი არიან. უკვე ცნობილია, რომ "ბარსელონამ" ტრანსფერზე 17 მოთამაშე დააყენა, მაგრამ ნიდერლანდელი კატალონიელთა რიგებში რჩება და რონალდ კუმანის გუნდში ძალიან დიდი როლი ექნება.

ფრენკიმ მედიას განუცხადა, რომ მწვრთნელთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ჯერ პირადად არ შეხვედრია. ისინი ერთმანეთის საფეხბურთო ფილოსოფიას კარგად იცნობენ, რადგან კუმანი ფეხბურთელს ჰოლანდიის ნაკრებში წვრთნიდა.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია 90min.com-ის მიხედვით

altუდიდესი ღალატი ფეხბურთის ისტორიაში - ესპანელმა ჟურნალისტმა მესის საქციელი შეაფასა

altფრენკი დე იონგი: "ბარსელონაში" ყველა ფეხბურთელი ჩემი კერპია


მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარტომეუმ იცის,რომ მომავალ გაზაფხულამდე,როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება,მაყურებელს სტადიონზე არ დაუშვებენ და ამიტომ ბარსელონას გულშემატკივრებს,არაფრად აგდებს.ვერც ისინი ახერხებენ ორგანიზებულად პროტესტების გამოხატვას,დირექტორატიც მის მხარეზეა და ყველაფერს კადრულობენ.არ ვიცი მესი ასეთ პირობებში როგორ ითამაშებს,მას ხელები გადაუგრიხეს და ვაბანკზე წავიდნენ.ან მესი თავისი რენომეს დაცვისათვის თავს მოიკლავს,ან კიდევ ყველაფრის მისთვის ჩამოწმენდას ეცდებიან.ერთი რამე კი ცხადია,მესი ამ ვირთხებს არ იმსახურებს და კარიერის ერთ წელს ჰკარგავს.ყველა ვარიანტში ის წაგებული დარჩება და შესაძლოა ფსიქოლოგიურად ისე გატეხონ,თამაშსაც თავი გაანებოს.იმედი მაქვს სპონსორები სწორად შეაფასებენ სიტუაციას და ხელშეკრულებებს გაუუქმებენ ბარსელონას.თავის დროზე დიდი მიხეილ მესხიც აიძულეს ვიღაცა ფუნქციონერებმა,რომ დინამოდან წასულიყო და მართალია პატარა ვიყავი,მაგრამ კარგად მახსოვს,გულშემატკივრის ცრემლიანი სახეები.ფეხბურთში მთავარი ფეხბურთელია და თუ ვარსკვლავი არ გინდა,მაშინ ახლოს ნუ გაეკარები ფეხბურთს.ვინც მესხი აიძულა წასულიყო,ქართული სპორტისათვის ბევრის გამკეთებელი ჩინოვნიკი იყო,ძალიან დიდი დამსახურებები აქვს და უამრავ სპორტსმენს დაეხმარა დიდი შედეგების მიღწევაში,მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის და მაშინ მთელი საქართველო,ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო,ის მაინც ის კაცია,ვინც პირადი ამბიციების გამო,მიხეილ მესხი,ფეხბურთს ჩამოაშორა.ასეთი ლაქა არ ირეცხება.ის სამუდამო ლაქაა.
სოსო
17:20 03-09-2020
1
ფრენკ, მესის გადაწყვეტილებამ კიმ არა, ბარსას თვითმარქვია "პრეზიდენტმა" შემოიტანა დიდიხანია უკვე ქაოსი. მესისაც ამოუვიდა ამ "ქაოსში" ყოფნა.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული