მესი ვარჯიშს ორშაბათს დაიწყებს - სუარესი და ვიდალი ცალკე ვარჯიშობენ

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონაში" დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთა, ვარჯიშს ორშაბათს დაიწყებს, ხოლო იქამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს, - იტყობინება "მარკა".

ნახევარმცველი არტურო ვიდალი და ფორვარდი ლუის სუარესი კი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ. მათი "ბარსელონადან" გაშვება ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გადაწყვიტა.

ვიდალი "ინტერთან", სუარესი კი "იუვენტუსთან" აწარმოებს მილაპარაკებას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თავს გასულები გახედნეს
მახო
16:31 06-09-2020
2
სუარესმა ტესტიც ჩაიტარა, ვარჯიშებზეც დადის და ისიც დაამადლეს რატომ ვარჯიშობ ძირითადშიო, თანაც ცალკე ივარჯიშეო, აბა ამის მერე როგორც ბარსას სტაჟიანმა გულშემატკივარმა, როგორ უნდა მივიღო ესეთი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც არ იცის ადამიანური მიდგომა, ეს ისე დათრგუნავს ფეხბურთელებს მგონი, რომ ვალვერდე სანატრელი გაგვიხდეს.
ქომაგი
14:02 06-09-2020
1

სიახლეები პოპულარული