გამოცემის მიხედვით, თუ ტესტზე პასუხი უარყოფითი იქნება, ლეო "ბარსელონას" ვარჯიშში მონაწილეობას უკვე ხვალ, 7 სექტემბერს მიიღებს. მესიმ პარასკევს განაცხადა, რომ კლუბში რჩებოდა, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მესიმ "ბლაუგრანაში" დარჩენა მამამისა და კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს შორის გამართული საუბრის შემდეგ გადაწყვიტა. ორგანიზაციამ მესის განუცხადა, რომ მის უფასოდ გაშვებად არ აპირებდნენ. მესიმ კი "ბარსას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არ შეიტანა.