როგორც მესის შეეფერება: ლეომ კორონავირუსზე ტესტი სახლში ჩაიტარა

AutoSharing Option
Ole-ს ინფორმაციით, კატალონიურ "ბარსელონაში" დარჩენილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კორონავირუსზე ტესტი საკუთარ სახლში ჩააბარა.

გამოცემის მიხედვით, თუ ტესტზე პასუხი უარყოფითი იქნება, ლეო "ბარსელონას" ვარჯიშში მონაწილეობას უკვე ხვალ, 7 სექტემბერს მიიღებს. მესიმ პარასკევს განაცხადა, რომ კლუბში რჩებოდა, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მესიმ "ბლაუგრანაში" დარჩენა მამამისა და კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს შორის გამართული საუბრის შემდეგ გადაწყვიტა. ორგანიზაციამ მესის განუცხადა, რომ მის უფასოდ გაშვებად არ აპირებდნენ. მესიმ კი "ბარსას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არ შეიტანა.


მკითხველის კომენტარები / 9 /
იმედია უარყოფითი იქნება. მიდი ლეო დაძლიე უსამართლოდ მოყენებული შეურაცყოფა წყენა, ვიცით შენი ხასიათიდან გამომდინარე ძნელი იქნება,ამ ყველაფრის გადახარშვა, მაგრამ როგორც იყტვიან ცხოვრება გრძელდება. შენს გვერდით ვართ!
1
უხერხემლო ბუტია,გადააფურთხა და ახლა რა დღეშია
მახო
16:29 06-09-2020
11

სიახლეები პოპულარული