კამერუნელმა ლეგენდამ, სამუელ ეტო’ომ "ბარსელონას" ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც ოდესმე უთამაშია.
"ბარსელონა" კლუბის ფილოსოფიაზე მორგებული ფეხბურთელების შეძენას უნდა შეეცადოს, რათა გუნდი მესიზე ასე მკაფიოდ დამოკიდებული არ იყოს.
მესის დარჩენას რაც შეეხება, ძალიან გამიხარდა. ლეო ჩემთვის შვილივითაა და მან სახლში თამაში უნდა განაგრძოს.
ვიმედოვნებ, რომ სერხიო ბუსკეტსი ძველ ფორმას დაიბრუნებს, რადგან ‘’ბარსელონა’’ ყოველთვის იმარჯვებს, როცა ესპანელი კარგ ფორმაშია.
ედენ აზართან ერთად "ჩელსიში" ვთამაშობდი და არ შემეშინდება თქმის, რომ ახლა მ
ესის დონეზეა.
საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? ეს ინიესტაა. ანდრესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა", - განაცხადა "ბლაუგრანას" ექსფორვარდმა, რომელმაც კატალონიაში გატარებულ 6 სეზონში 130 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 2009 წელს ტრიპლეტი მოიგო.
sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
სამუელ ეტო'ო: თუ მესი წავა, "ბარსელონას" სახელის გადარქმევა მოუწევს