ტონი კროოსი: გამიმართლა, "რეალში" მსოფლიო ჩემპიონის რანგში რომ მივედი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მიუნხენის "ბაიერნიდან" "სამეფო კლუბში" გადასვლის ამბავი გაიხსენა.

"ყოველთვის მინდოდა თუ არა საზღვარგარეთ თამაში? სიმართლე გითხრათ, არა. 2014 წელს სპონტანური გადაწყვეტილების მიღება მომიწია. 

მსოფლიო თასზე გამარჯვების შემდეგ "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შევძელით და "რეალი" გამოჩნდა. ძალიან გამიმართლა, "ბლანკოსში" მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით რომ მოვხვდი. 

სწორედ ამ ტიტულის დამსახურებით შეექმნათ თანაგუნდელებს ის განწყობა, რომ გუნდში სუსტი ფეხბურთელი არ მიდიოდა. 

თუმცა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ აქ გატარებულ 6 წელში ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ 3-ჯერ მოვიგებდი", - განაცხადა კროოსმა. 

მომზადებულია Blick-ის მიხედვით

altამისათვის "კვერცხებია" საჭირო - კროოსი მესის "რეალში" გადასვლაზე

altკროოსს ნაბახუსევზე სასწრაფო დახმარებისს გამოძახება მოუწია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული