"ბარსელონამ" დეპაი დაითანხმა და ვეინალდუმთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "ლიონის" თავდამსხმელი მემფის დეპაი "ბარსელონაში" გადაბარგდება.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ კატალონიურმა კლუბმა ნიდერლანდების ნაკრების 26 წლის ფორვარდთან კონტრაქტი შეათანხმა.

ახლა "ბარსა" ტრანსფერზე "ლიონს" უნდა მოურიგდეს.

ამას გარდა, "ბარსელონა" ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმის აგენტებს დაუკავშირდა, თუმცა ჯერ "ლივერპულისათვის" არ მიუმართავს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" სურს ისინი 55 მილიონ ევროზე ნაკლებად შეიძინოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ ერთი როგორც აფრიკელები იტყვიან, სპილო მკვდარიც კი დიდია. ბარსაზე მთლად გაბანძებული გადაჭარბებულია მაგრამ ასეც რომ იყოს მაინც ბარსაა. გარდა ამისა ფეხბურთელისთვისაც ახალი გარემო, ახალი კულტურა, ზღვა და კარგი კლიმატი და პლუს თანამემამულე მწვრთნელი. არ იყო მგონი წინააღმდეგი.

გარდა ამისა, მე როგორც ლივერპულის გულშემატკივარი, ცოტა განახლების მომხრე ვარ. ტიაგოს მოყვანას ვუჭერ მხარს და როგორც ითქვა, ტიაგოს მხოლოდ
მაშინ იყიდის კლოპი თუ ვეინდუმში ფული აიღო. ასე რომ გვაწყობს
ლივეპრულის გულშემატკივარი
01:24 10-09-2020
0
ვეინალდუმი მაგ დიდი კლუბიდან გაბანძებულ ბარსაში არა მგონია გადავიდეს
ვანჩოპე
23:37 09-09-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული