დეპაი კვირის ბოლომდე "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ნიდერლანდური "ტელეგრაფის" მტკიცებით, 26 წლის თავდამსხმელი მემფის დეპაი მალე "ბარსელონაში" გადაბარგდება.

გამოცემა ირწმუნება, რომ 26 წლის დეპაის ტრანსფერი ამ კვირის ბოლომდე გაიჩარხება და ფეხბურთელს "კამპ ნოუზე" წარადგენენ.

დეპაიმ "ლიონთან" ხელშეკრულება 2017 წელს 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი საბაზრო ფასი 44 მილიონი ევროა.

თანამემამულის შეძენის ინიციატორი "ბარსას" მწვრთნელი რონალდ კუმანია.

გასულ სეზონში დეპაიმ ყველა ტურნირზე 22 მატჩში 15 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ამ სეზონში 1 შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.