ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაული "რეალის" ექსფეხბურთელმა აღიარა

AutoSharing Option
Der Spiegel-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრიშტოფ მეტცელდერმა ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ვიდეოფაილების ფლობა და გავრცელება აღიარა.

დიუსელდორფში გამართულ მოსმენაზე მეტცელდერმა ყველა ბრალდებაზე თანხმობა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ კრიშტოფს მობილურ ტელეფონზე ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი 297 ფაილი უპოვეს. ექსფეხბურთელმა ფაილთა გარკვეული ოდენობა whatsap-ის საშუალებით 3 ქალს გაუგზავნა.

დიუსელდორფის მთავარმა პროკურორმა 4 სექტემბერს, საქმის წარდგენისას ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა გერმანულმა მედიამ ყველაფერი გამოიკვლია, Der Spiegel-ი და Bild-ი სხვადასხვა წყაროთი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბრალდებული მეტცელდერი გახლავთ.

გერმანიის პოლიცია გამოძიებას
აგრძელებს, რადგან დიდი ალბათობით, ექსფეხბურთელი ერთადერთი ადამიანი არაა, ვინც ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ფლობს და ავრცელებს. გერმანელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ამ ფაილების უკან კრიმინალური ჯგუფი დგას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხტთფუი შენი.რა გაგიჭირდა ასეთი პედოფილო მილიონერო.ფული არაფერ შუაშია,მოგწონს ეს საქმე.პედოფილი ხარ ჩვეულებრივი და მინიმუმ 20 წელს იმსახურებ,იქ დამუშავებით და ქალად გამოსვლით.
Master
17:30 15-09-2020
4
ასეთებეს ციხე კი არა, პირდაპირ ელექტრო სკამზე უნდა დასვა.
გოჩა
19:29 15-09-2020
5

სიახლეები პოპულარული