"იუვენტუსიდან" გადასული ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" ანდრეს ინიესტას 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
პრეზენტაციის შემდეგ მან განაცხადა, რომ უცხოპლანეტელების მხარდამხარ თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, ამაზე 6 წლის ასაკიდან ოცნებობდა, მესის გუნდში დარჩენით კმაყოფილია და "ბარსას" დასახმარებლად თავს არ დაზოგავს.
კატალონიურმა კლუბმა პიანიჩი 60 მილიონ ევროდ შეიძინა, არტური კი "იუვეს" 72 მილიონად მიჰყიდა.