Marca-ს ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადონ.
უნდობლობის ვოტუმი იმპიჩმენტის პროცესის პირველი ნაბიჯია და მის გადასადგმელად 16 521 ხელმოწერა არის საჭირო, თუმცა ორგანიზატორებმა 18 000-ზე მეტი მომხრის შეგროვება შეძლეს.
შემდეგი ეტაპი ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურება იქნება. თუმცა საჭირო ოდენობის ხელმოწერები სამართლიანად მოპოვებული აღმოჩნდა, დაიწყება რეფერენდუმი. ვოტუმის გამოცხადებისთვის კი საჭიროა, რომ რეფერენდუმში მონაწილე პირთა 2/3 არსებული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ წავიდეს. თუ უნდობლობას საჭირო ოდენობის მონაწილე გამოხატავს, "ბარსელონას" მთელი დირექტორატი გათავისუფლებული იქნება.
ხოსეპ მარია ბართომეუმ გუნდის კაპიტან ლიონელ
მესის სხვა კლუბში გადასვლის უფლება არ მისცა და არგენტინელი ფორვარდის გულისწყრომაც დაიმსახურა.