"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი ევროპული კლუბების მხრიდან მიღებულ შემოთავაზებებზე გააკეთა და სამუშაოდ საოცნებო გუნდიც დაასახელა.
"არც პსჟ, არც "იუვენტუსი", არც "ინტერი" არ დამკავშირებია. მხოლოდ "ბენფიკადან" და "მონაკოდან" დამირეკეს, არ მოვიტყუები.
არ ვიცი, გავხდები თუ არა მადრიდის "რეალის" მწვრთნელი, თუმცა ბუნებრივია, ეს ჩემი ოცნება გახლავთ. ეს საუკეთესო თუ არა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
ამ მხრივ სხვებისაგან არ გამოვირჩევი, მათგან, რომლებიც ასეთ სამსახურზე ოცნებობენ", - განაცხადა არგენტინელმა.
პოჩეტინო "ტოტენჰემს" 2014-19 წლებში წვრთნიდა, იქამდე კი "საუთჰემპტონსა" და "ესპანიოლში" მუშაობდა.