ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ "რეალში" სათამაშო ნომერი შეიცვალა.
24 წლის ასენსიომ 11 ნომერი აიღო, რომლითაც გარეთ ბეილი თამაშობდა. როგორც იცით, უელსელი იჯარით "ტოტენჰემში" გადადის და უკვე ლონდონში იმყოფება. ასენსიოს 20 ნომერი კი ვინისიუს ჟუნიორს გადაეცა.
ასენსიომ ტრავმის გამო თითქმის 11 თვე გაუცდა და გასულ სეზონში ლა ლიგას 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.