აგენტი: "რეალმა" ის ადგილი უნდა კოცნოს, სადაც ბეილი ფეხს დგამდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" გარემარბ გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა თავისი კლიენტის მიმართ დამოკიდებულების გამო მადრიდის "რეალი" მკაცრად გააკრიტიკა.

"სხვა კლუბები გვიწვევდნენ, შესაძლოა, უფრო დიდები, ვიდრე "ტოტენჰემია", თუმცა გარეთი იმით უნდა იყოს კმაყოფილი, სადაც წავიდა. ყველანი შეთანხმებულნი ვიყავით, რომ "რეალში" მისი კარიერა დასრულებული გახლდათ.

ეს პროცესი პიროვნებებთან დაპირისპირება იყო, ჩვენ კი დამხმარე არავინ გვყავდა. ძალიან ბევრი რამ მოხდა.

ადამიანი, რომელმაც ასე კარგად ითამაშა მადრიდულ "კლუბში", ისე არ დააფასეს, როგორც იმსახურებდა. მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო.

იცით რა, "რეალმა" ის ადგილები უნდა კოცნოს,
სადაც ბეილი ფეხს ადგამდა", - განაცხადა ბატონმა აგენტმა.

უელსელი მადრიდულ გრანდში "ტოტენჰემიდან" 2013 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება 101 მილიონი ევრო იყო. კონტრაქტი მხარეებს კიდევ 2 წლით აკავშირებთ და ბეილი "სპურებში" იჯარის წესით ითამაშებს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
6 წელი თამაშობდა და ორი სიტყვა ესპანურის სწავლაც არ იკადრა და ვერც იმ დონეზე ითამაშა როგორც უნდა ეთამაშა.. რა დაფასებას ითხოვს..
Realis fani
14:54 23-09-2020
23
ბეილს აშკარად რომ ჩაგრავდნენ სტატისტიკიდანაც ჩანს, ლამის ყველა მეორე მატჩში გოლი აქვს გატანილი. ლიგის ფინალი პირადად მოიგო ეგეც გვახსოვს, მაგრამ რეალისგან ჩვეული ამბავია ფეხბურთელების არ დაფასება და ბარსამაც მხარი რომ აუბა, ეგ უკვე ცოტა უცნაურია, თუნდაც სუარესს ვგულისხმობ
სულ2
13:41 23-09-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული