აგენტი: "რეალმა" ის ადგილი უნდა კოცნოს, სადაც ბეილი ფეხს დგამდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" გარემარბ გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა თავისი კლიენტის მიმართ დამოკიდებულების გამო მადრიდის "რეალი" მკაცრად გააკრიტიკა.

"სხვა კლუბები გვიწვევდნენ, შესაძლოა, უფრო დიდები, ვიდრე "ტოტენჰემია", თუმცა გარეთი იმით უნდა იყოს კმაყოფილი, სადაც წავიდა. ყველანი შეთანხმებულნი ვიყავით, რომ "რეალში" მისი კარიერა დასრულებული გახლდათ.

ეს პროცესი პიროვნებებთან დაპირისპირება იყო, ჩვენ კი დამხმარე არავინ გვყავდა. ძალიან ბევრი რამ მოხდა.

ადამიანი, რომელმაც ასე კარგად ითამაშა მადრიდულ "კლუბში", ისე არ დააფასეს, როგორც იმსახურებდა. მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო.

იცით რა, "რეალმა" ის ადგილები უნდა კოცნოს,
სადაც ბეილი ფეხს ადგამდა", - განაცხადა ბატონმა აგენტმა.

უელსელი მადრიდულ გრანდში "ტოტენჰემიდან" 2013 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება 101 მილიონი ევრო იყო. კონტრაქტი მხარეებს კიდევ 2 წლით აკავშირებთ და ბეილი "სპურებში" იჯარის წესით ითამაშებს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ