33 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდა.
სუარესმა მედშემოწმება გაიარა და ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ენრიკო სერესომ განაცხადა, რომ ევროპის ერთ-ერთი უდიადესი ბომბარდირი გადაიბირეს, რომლის შეძენა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როდესაც "აიაქსში" თამაშობდა.
"ბარსელონამ" ადრე განაცხადა, რომ სუარესის ტრანსფერში ბონუსების სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს.