მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე ჩატარებულ პირველ მატჩში "ბარსელონამ" "ვილიარეალი" დამაჯერებლად დაამარცხა - 4:0. დაამარცხა მესის გუნდიდან წასვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ.
უკვე მე-19 წუთზე 17 წლის ფატიმ დუბლი შეასრულა და მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ. ეს "ბარსაში" მისი მეორე დუბლია. პირველი თებერვალში "ლევანტესთან" შეასრულა. ტაიმის დასასრულამდე მესიმ ფატის მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ტორესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ყველაფერი შესვენებამდე გადაწყდა და მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა.
კუმანის ხელმძღვანელობით კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ისე, ის ერთობ მომგებიან
სიტუაციაშია, რადგან წარმატების შემთხვევაში ქება-დიდებას დაიმსახურებს, ხოლო თუ "ბარსელონამ" წარუმატებლად იასპარეზა, ყველაფერი არეულობასა და შემადგენლობის თვისობრივად გადახალისებასა და თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესს დაბრალდება.
1-ელ ოქტომბერს "ბარსელონა" ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება.
მესი მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც პრიმერაზე ზედიზედ 17 სეზონში გაიტანა გოლი.
შეცვლაზე შესულმა დემბელემ "ბარსელონაში" 10 თვის შემდეგ პირველად ითამაშა. "ბარსაში" ტრინკაუს, პედრისა და პიანიჩის დებიუტი შედგა.
ბარსელონა - ვილიარეალი 4:0
გოლები: 1:0 ფატი (15), 2:0 ფატი (19), 3:0 მესი 35, პენ), 4:0 ტორესი (45, საკ. კარში)