ესპანეთის ჩემპიონატზე "ვილიარეალის" 4:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა.
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორეში ტემპი დაეცა, მაგრამ ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია.
კარგია ბურთის ფლობა და ბევრი მომენტის შექმნა. გოლებით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვდომინირებდით.
ვფიქრობ, ფატი უნდა გამოვარჩიო. 17 წლისაა და პერსპექტივა გააჩნია. ხანდახან კონცენტრაცია არ ჰყოფნის. შესანიშნავია, რომ პედრუც გვყავს, მათ დიდი მომავალი აქვთ", - ციტირებს კუმანს "მარკა".