რიკი პუჩი შეიძლება "ბარსელონადან" "პორტუში" გადაბარგდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანისგან მოძულებულ ნახევარმცველ რიკი პუჩს გუნდის გამოცვლა მოუწევს.

კუმანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებისთვის "ბარსაში" გზა ხსნილია, მაგრამ 21 წლის პუჩი რატომღაც აითვალწუნა და წასვლა ურჩია. მართალია, ფეხბურთელმა თავიდან უარი უთხრა და "ბაიერნში" გადასვლაც კი არ ისურვა, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, დანებდება.

მოკლედ, მას "პორტუ" ეპატიჟება და შესაძლოა, ერთსეზონიანი იჯარით წაიყვანოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი კუმან, ვინც კარგი ფეხბურთელია, ყველას დაეტაკე და გააგდე შენებურად, სუაც გეყოფა შავ ლაქად. ასეთ იმედის მომცემ ფეხბურთელს, რომ უშვებ როგორიც არის რიკი პუჩი, ცოტა არ იყოს და უკვე ეჭვიც მეპარება შენს პროფესიონალიზმში, ბართომეუზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს, ბარსას დამანგრეველზე, მაგან ოღონდაც ფულები მოხვეტოს და რა ენაღვლება რიკი პუჩი და ბარსა.
მიკვირს უკვე...
11:03 29-09-2020
0

სიახლეები პოპულარული