"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: მესის სუარესთან ერთად თამაში უნდა?! ცხოვრებაში თუ რამე გსურს...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ კლუბის ახალწვეულ ლუის სუარესზე ისაუბრა და დიეგო კოშტას მომავალზეც გააკეთა განცხადება.

"იცით რა, ცხოვრებაში თუ რამე გინდა... აი, თუ მესის სუარესთან ერთად თამაში სწყურია, ასე ვიტყვი: საკმარისი ენთუზიაზმი თუ გაქვს, ყველაფერია შესაძლებელი.

სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ბრწყინვალედ ჩამთავრდა. ბართომეუ კარგი მეგობარი და ბრწყინვალე ადამიანია. მართალია, ახლა "ბარსას" საქმეები მთლად კარგად არ მისდის, თუმცა მან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ლუისის ტრანსფერი რთული არ ყოფილა, ფეხბურთელი იქ გადმოვიდა, სადაც უნდოდა.

დიეგო კოშტა ის მოთამაშეა, რომელიც "ატლეტიკოს"
ძალიან სჭირდება. წინ გრძელი სეზონია. გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება.

კავანი? სუარესისაგან განსხვავებით, ედინსონის შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო. ის ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ მასთან სიტუაცია ვერ დალაგდა", - განაცხადა სერესომ.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
სუარესის გამშვებს ტვინი აქვს საერთოდ?
მერაბი
10:06 30-09-2020
0
საუკეთესო ძმაკაცები! ორი ლეგენდა!
!!!!
15:45 29-09-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული