"რეალის" ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ თავის თამაშზე ისაუბრა:
"ჩემი სამუშაოა ვირბინო იქამდე, ვიდრე ფეხებში ძალა არ წამერთმევა. ყოველთვის ასე ვთამაშობ. ვცდილობ, გამოვსწორდე, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც სირბილი მხოლოდ სირბილისთვის არ ღირს. სწორი არჩევანის გაკეთებაა საჭირო.
როდესაც ბურთს დავეუფლები, ზიდანი მუდამ საჯარიმოში შეჭრას მთხოვს. თამაშის გახალისებას მირჩევს, რადგან მეტოქის დაცვის გასარღვევად საჭირო ფიზიკური მონაცემები გამაჩნია. გოლის გატანა მნიშვნელოვანია, ეს მარტო თავდამსხმელებს კი არ უნდა ეხერხებოდეთ", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".