ლა ლიგის მე-4 ტურში "რეალმა" მადრიდში 1:0 დაამარცხა "ვალიადოლიდი".
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ცვლილებები განახორციელა და მოედანზე შესულმა ვინისიუსმა 65-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. მასვე ზედ საფინალო სასტვენის წინ მეორედ შეეძლო დაელაშქრა რობერტოს კარი, მაგრამ პირისპირ გასულმა მომენტი ვერ გამოიყენა.
"სამეფო გუნდმა" კი გაიმარჯვა, თუმცა მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა.
"რეალმა" 3 სასტარტო მატჩში 7 ქულა მოაგროვა და 4 ოქტომბერს სტუმრად "ლევანტეს" დაუპირისპირდება.