ლა ლიგის მე-5 ტურში "ბარსელონასა" და "სევილიას" მატჩი 1:1 დასრულდა.
მე-8 წუთზე სტუმრები ლ. დე იონგმა დააწინაურა, მალე კი კოუტინიომ ანგარიში გაათანაბრა. ეს დაბრუნების შემდეგ "ბარსაში" მისი პირველი გოლია. სტუმრებმა მასპინძლებს არაფერი დაუთმეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ორივე გუნდს 3-3 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 7-7 ქულა აქვს.
"ბარსელონა" 18 ოქტომბერს სტუმრად "ხეტაფეს" შეხვდება, ხოლო "სევილია" იმავე დღეს ასევე გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.
"ბარსელონაში" სერჟინიო დესტის დებიუტი შედგა, რომელმაც ტრავმირებული ჟორდი ალბა შეცვალა.
მწვრთნელი კუმანი დიდ იმედებს კი ამყარებს თავდამსხმელ გრიზმანზე, მაგრამ მას
სამ სასტარტო მატჩში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.
ბარსელონა - სევილია 1:1
გოლები: 0:1. ლ. დე იონგი (8), 1:1 კოუტინიო (10)