"რეალის" მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შვილი, 22 წლის მეკარე ლიუკა ზიდანი "რაიო ვალეკანოში" გადავიდა, - იტყობინება კლუბის საიტი.
ლიუკას "რეალთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, რომელმაც ერთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ის საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, გასულ სეზონში კი იჯარის წესით "რასინგში" თამაშობდა.
4 ტურის შემდეგ "რაიო ვალეკანო" 9 ქულით სეგუნდა დივიზიონში მე-5 ადგილზეა.
ზიდანის შვილმა ასენსიოს ყოფილ მეგობარ გოგონასთან გააბა რომანი