მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ელ კლასიკოში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა.
"არ მჯერა, რომ ის შემდეგი კვირისთვის მზად იქნება. არც ის ვიცი, როდის დაბრუნდება. აღდგენის პროცესს უნდა დაველოდოთ", - ციტირებს კუმანს As-ი.
"ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი 24 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" ჩატარდება.