"რეალმა" წააგო და კლასიკოს წინ სერხიო რამოსის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-6 ტურში "რეალი" მადრიდში 0:1 დამარცხდა "კადისთან". გოლი მე-16 წუთზე ჰონდურასელმა თავდამსხმელმა ლოზანომ გაიტანა.

საქმე მარტო წაგებაში როდია - "სამეფო გუნდმა" უსახურად ითამაშა და 24 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკოს წინ ტრავმა მიიღო სერხიო რამოსმა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე "რეალის" 15-მატჩიანი წაუგებელი სერია - ბოლოს 8 მარტს "ბეტისმა" 2:1 მოუგო. ამ პერიოდში 13 გამარჯვება (10 ზედიზედ) იზეიმა და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

"ბარსელონასთან" შეხვედრამდე "რეალი" 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე დავით ხოჭოლავას "შახტარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეტყობა რეალსა და ბარსას ერთი და იგივე დიზაინერი ყავთ.აბა ასეთი ფერის მაისურები რომელ გემოვნებაში ჯდება.
ვა რა დონეა
12:26 18-10-2020
0
ასეთი ფერებით, რომ გამოხვალ მინდორზე, წააგებ აბა რა იქნება? ბარსასი არ იყოს.
ფანი
09:04 18-10-2020
0

სიახლეები პოპულარული