"რეალმა" წააგო და კლასიკოს წინ სერხიო რამოსის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-6 ტურში "რეალი" მადრიდში 0:1 დამარცხდა "კადისთან". გოლი მე-16 წუთზე ჰონდურასელმა თავდამსხმელმა ლოზანომ გაიტანა.

საქმე მარტო წაგებაში როდია - "სამეფო გუნდმა" უსახურად ითამაშა და 24 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკოს წინ ტრავმა მიიღო სერხიო რამოსმა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე "რეალის" 15-მატჩიანი წაუგებელი სერია - ბოლოს 8 მარტს "ბეტისმა" 2:1 მოუგო. ამ პერიოდში 13 გამარჯვება (10 ზედიზედ) იზეიმა და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

"ბარსელონასთან" შეხვედრამდე "რეალი" 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე დავით ხოჭოლავას "შახტარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალმა წააგო,ცუდად ითამაშა,მაგრამ გუნდს ეტყობა,რომ დალაგდება და ათამაშდება.ზუსტად ასევეა სევილიაც.ვერც მან ითამაშა და წააგო,მაგრამ მასაც ეტყობა,რომ ათამაშდება.აი ბარსელონამაც ცუდად ითამაშა და წააგო,მაგრამ მას ეტყობა რომ თუ ბარტომეუ დროზე არ მოაშორეს,გაზაფხულზე, არჩევნების დროისათვის,ლა ლიგაში დასარჩენად თავგანწირვით მებრძოლთა რიგებში იქნება.რაც შეეხება მესის,მან შეიძლება ფეხბურთის თამაშსაც გაანებოს თავი.16 წელია ვუყურებ მის თამაშს და მარტო ეს წლები კი არა,ალბათ ბავშვობაშიც კი არ ყოფილა ასე უსუსური.აღარ უხარია კაცს თამაში.
სოსო
01:22 18-10-2020
1
ეტყობა რეალსა და ბარსას ერთი და იგივე დიზაინერი ყავთ.აბა ასეთი ფერის მაისურები რომელ გემოვნებაში ჯდება.
ვა რა დონეა
12:26 18-10-2020
0

სიახლეები პოპულარული