
"ბარსელონამ" ოთხ ფეხბურთელს გაუგრძელა კონტრაქტები.
ჟერარდ პიკეს 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედ ხელშეკრულებას 2 სეზონით გაუხანგრძლივებენ, მაგრამ შეთანხმება ძალაში მხოლოდ მაშინ შევა, თუ ამ სეზონში განსაზღვრული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. მისი გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუგრძელეს და გერმანელის გამოსასყიდი თანხაც 500 მილიონია.
კლემან ლანგლესა და ფრენკი დე იონგის ახალი ხელშეკრულებები 2026 წლის ივნისამდე იმოქმედებს - გამოსასყიდი თანხა შესაბამისად, 300 და 400 მილიონი.
ოთხივე ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდა.