ლა ლიგაზე "კადისთან" (0:1) და ჩემპიონთა ლიგაზე "შახტართან" (2:3) წაგების შემდეგ "რეალის" ხელმძღვანელობა შეშფოთებულია და მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შეცვლაზე ფიქრობენ, - იტყობინება As-ი.
კანდიდატი ორია - "ტოტენჰემის" ყოფილი მენეჯერი მაურიციო პოჩეტინიო და "რეალის" ახალგაზრდული გუნდის თავკაცი რაული.
კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 43 წლის რაული პირადი ინიციატივით დააბრუნა გუნდში და მწვრთნელობის პრიორიტეტულ კანდიდატად მიაჩნია, მაგრამ დირექტორატის წევრებს მიაჩნიათ, რომ ის ჯერ ასეთ საპასუხისმგებლო სამუშაოსთვის მზად არ არის.
რაც შეეხება დროებით უმუშევარ პოჩეტინიოს, თანახმაა, "სამეფო გუნდს" ჩაუდგეს სათავეში, თუმცა ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებას
ითხოვს.
რაც შეეხება დროებით უმუშევარ პოჩეტინიოს, თანახმაა, "სამეფო გუნდს" ჩაუდგეს სათავეში, თუმცა ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებას
შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს ელ კლასიკოა.