კატასტროფა: "რეალს" 1 მილიარდი ვალი აქვს - ამტკიცებს კლუბის ექსპრეზიდენტი

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა მადრიდული გუნდის სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჯერ კიდევ რონალდოს სულელური გაყიდვის შემდეგ იყო ცნობილი, რომ ამ და სხვა პოზიციებს გაძლიერება სჭირდებოდა. თუმცა, სამწუხარო რეალობა ისაა, რომ კლუბში არა მარტო ხაზინაა ცარიელი, არამედ 1 მილიარდი ევრო ვალი აქვთ.

"რეალი" ერთადერთი დიდი ევროპული კლუბია, რომელმაც ზაფხულში არავინ არ შეიძინა და ამისათვის ისჯებიან.

"კადისთან" (0:1) და "შახტართან" (2:3) მატჩებმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ოპტიმიზმის შენარჩუნებაა საჭირო, რადგან გუნდს გადაუტანია მძიმე პერიოდები. ისე, რა თქმა უნდა, მთლად სასიამოვნო ვით
არება არ არის.

"შახტართან" ცუდად ითამაშეს, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ეს ვინმეს შეცდომა არაა. ეს მოვლენათა ჯაჭვმა გამოიწვია. რონალდოს სულელური გაყიდვის შემდეგ გოლის გამტანი არ გვყავს", - განუცხადა კალდერონმა As-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული