ზიდანს მართლა მოხსნას უპირებენ

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მალე შეიძლება გადააყენონ.

"ეკიპის" ცნობით, მის მომავალს ელ კლასიკო და ჩემპიონთა ლიგაზე "გლადბახთან" მატჩები გადაწყვეტს. პირველი შეხვედრა 24 ოქტომბერს ჩატარდება, მეორე კი - 27 ოქტომბერს.

"კადისთან" (0:1) და "შახტართან" წაგებების შემდეგ ზიდანს სამუშაოდან დათხოვნას უპირებენ და მის შემცვლელებად მაურისიო პოჩეტინიოსა და რაულის კანდიდატურებს განიხილავენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მე ვფიქრობ,ორი ესეთი სენსაციური მარცხი დამატებითი ბევრი მილიონია რეალისთვის,რომელიც გაისად ემზადება სატრანსფერო ფანჯარაზე უზარმაზარი თანხა დახარჯოს! ელ კლასიკოს ღირსეულად ითამაშებს და შეიძლება გაიმარჯვოს კიდევაც.ორი სამი მატჩის შემდეგ ძველ რეალს ვიხილავთ! ზიზუს გაშვება პერესმაც იცის,რომ კარგს არაფერს მოუტანს რეალს თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი რეალის ლეგენდაც რო ჩაუდგეა სათავეში
ჯემალ გაგნიძე
13:28 24-10-2020
1
გუნდი იმ ზღვარზეა,როცა მკვეთრი გაახალგაზრდავების პროცესი უნდა დაიწყოს,მაგრამ დღეს ეს გუნდი,სერხიო რამოსზე დგას და მის გარეშე,ძალიან უჭირს.არა მგონია,რომ ზიდანი გაუშვან,რადგან ზიდანის გაშვებით,რეალი დროებითიდან,შესაძლოა გაჭიანურებულ კრიზისში აღმოჩნდეს.დარწმუნებული ვარ,საახალწლოდ რეალი გაძლიერდება,თავის თავს დაემსგავსება და თუ მანამდე არ გამოვარდა,ჩემპიონთა ლიგაზეც გამოხატავს თავის ამბიციებს.
სოსო
11:15 24-10-2020
0

სიახლეები პოპულარული