"რეალმა" ელ კლასიკოში იმარჯვა - ზიდანი მოხსნას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-7 ტურში "რეალმა" სტუმრად "ბარსელონას" 3:1 მოუგო.

როგორც იცით, "სამეფო გუნდის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მდგომარეობის გამოსასწორებლად 2 მატჩი ჰქონდა მიცემული და მისი სავარაუდო შემცვლელების კანდიდატურებიც სახელდებოდა.

გოლი პენალტით სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონატზე "ბარსასთან" 31-ე მატჩი ჩაატარა, რითაც თავის გუნდში რაულისა და ჰენტოს რეკორდი გაიმეორა.

ფატი ელ კლასიკოში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - მან 1995 წელს რაულის მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო.

13 ქულით გალიდერებული "რეალი" 31 ოქტომბერს "უესკას" უმასპინძლებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე 28
ოქტომბერს სტუმრად "გლადბახს" შეხვდება. "ბარსელონა" 7 ქულით მეათე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 29 ოქტომბერს მძიმე გასვლა ელის ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან", ხოლო 1-ელ ნოემბერს სტუმრად "ალავესს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ვალვერდე (5), 1:1 ფატი (8), 1:2 სერხიო რამოსი (63-,პენ), 0:3 მოდრიჩი (90)

მკითხველის კომენტარები / 18 /
კიდევ განვმეორდები! ზიდანს არვინ გაუშვებს და მითუმეტეს არ გააგდებენ! ყველაფერი მისი სცენარით მიდის და ეს მოგება ყველაფერს შეცვლის.მალე აზარიც დაბრუნდება და ვერავინ შეაჩერებს! გაისად კი ოქროს ბიჭუნა მოვა და მერე კი იცით რაც მოხდება
ჯემალ გაგნიძე
13:05 25-10-2020
1
უსახური თამაში იყოოოო? უყურეთ მაინცც? მარტო მესიმ კი არა მთელმა ბარსამ ჩაისვარა.მესიმ აუცილებლად უნდა დააშანტაჟოს ბარსა კიდე, თორე ესენი ტრანსფერებს ვერ ახორციელებენ ხეირიანად.იმედია ნეის დაუბრუნებენ მესის ბარსაში ;)
კარგით რა
01:11 25-10-2020
6

სიახლეები პოპულარული