Calciomercato-ს ცნობით, "ბარსელონას"17 წლის თავდამსხმელ ანსუ ფატის სამსახურით "იუვენტუსი" დაინტერესდა და მის შეძენას ზაფხულში შეეცდება. თუმცა "ბარსა" ფატის გაყიდვას არ აპირებს.
ფატის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ის "ბარსელონაში" 2019 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში ლა ლიგის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგაზე უკრაინელთა კარი დალაშქრა. ანსუ "ფურია როხაში" გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხურთელია.