კი ამბობდა "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბართომეუ, რომ თანამდებობას არ დატოვებდა, მაგრამ იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
გამოცემის მტკიცებით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ ბართომეუსთან ერთად დირექტორთა საბჭოს მთელი შემადგენლობა გადადგა და კლუბის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.