გვარდიოლა, ხავი, ინიესტა და პუიოლი უნდა დავაბრუნო - ამბობს "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბართომეუ გადადგა, კლუბის პრეზიდენტის არჩევნები კი 40 დღიდან 90 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ვიქტორ ფონტია, რომელმაც თავის ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა.

"მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო თაობის შეცვლა დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებით, მაღალი კონკურენციის დროს, როდესაც კლუბების პატრონები მილიარდერები არიან.

ჩვენ მძლავრი და კონკურენტუნარიანი პროექტის შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი და ძალიან გაგვიმართლა, რომ გვაქვს სტილი, რომელიც იოჰან კრუიფმა დაგვიტოვა. უმრავლესობა საუკეთესო პროფესიონალებისა, რომელთაც ამ სტილის ესმით, ასევე "ბარსას" ფანია. მაგალითად, გვარდიოლა, ხავი, ინიესტა
და პუიოლი.

ისინი "ბარსას" ლეგენდები გახლავთ და პროექტის განსახორციელებლად მათი დაბრუნება გვჭირდება.

მესი ამ პროექტის ნაწილი იქნება, რომლის მიზანი ჩემპიონთა ლიგის შემდეგი გათამაშების მოგებაა. თუ ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ, მესის გუნდში დატოვებას შევძლებთ", - ციტირებს ფონტს "დეილი მეილი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
oe stoichkovi ar dagavicydes
Duskatto
02:29 02-11-2020
0
ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაპირებების სუნი უდის ამ ყველაფერს :-) კუმანი კრუიფის გაზრდილია და დავიჯერო კატენაჩოს მიაწვება?ოხ ეს არჩევნები რას არ ათქმევინებს კაცს :-)
0

სიახლეები პოპულარული