სეტიენი: მესის მართვა ძალიან რთულია, ცოტას ამბობს, თუმცა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექს მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ლიონელ მესისთან ერთად მუშაობის შესახებ El Pais-თან საუბარში გააკეთა კომენტარი.

"მესის მართვა ძალიან ძნელია, თუმცა აბა მე ვინ ვარ, მისი შეცვლა რომ ვცადო? არის კიდევ რაღაცები, რაც მუშაობას ართულებს, მაგრამ ეს ბევრ სპორტსმენს ეხება. ისინი არაწინასწარმეტყველებადი არიან, ხშირად ვხედავთ იმას, რასაც არ ველოდებით.

ამასთანავე, ვფიქრობ, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. დიდი მოთამაშე ბევრი ყოფილა, თუმცა ასეთი ფეხბურთი ამდენი წლის განმავლობაში არავის უჩვენებია.

ზოგადად, ლეო ძალიან თავშეკავებულია და ცოტას ლაპარაკობს. თუმცა ყოველთვის მიგითითებს იმაზე, რისი
დანახვაც საჭიროა,"- განაცხადა სეტიენმა.

altმარადონა: ვიცოდი, რომ მესი ბარსელონასთან ურთიერთობას ცუდად დაამთავრებდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
დღეს ერთერთ იუთუბზე სიამოვნებით მოუსმინე მესის რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კუმანს.ეს ყველა ვარიანტში ჯობია კონფრონტაციას.განსაკუთრებით მომეწონა მესის კარგი ნათქვამი რონალდუს მიმართ.ბოლო წლებია ყოველთვის კაცურ მხარდაჭერას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ.ასევე მოიქცა რონალდუ როდესაც მესის პრობლემები ქონდა ბარსასთან.მე პირადად მიმაჩნია რომ არ იყოს სპორტული დაპირისპირება ამ ორ საფეხბურთო მოვლენას შორის ასეთ სასწაულ შედეგებს ვერ მიაღწევდნენ.
ამაშია საქმე
02 ნოემბერი 2020 12:28
1
როდესაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი ხარ არ უნდა შეხვიდე პრეზიდენტთან და ტრენერთან დაპირისპირებაში და ინტრიგებში იმიტომ რომ ეს უარყოფითად მოქმედებს გუნდზეც და პირადად ფეხბურთელზეც.ფაქტი სახეზეა.შორიდან კრიშტიანო უფრო ამბიციური ჩანს მაგრამ არ მახსოვს საჯაროდ უკმაყოფილება გამოეხატოს ან მწვრთვნელის ან თანაგუნდელის მიმართ.
ასე მგონია.
02 ნოემბერი 2020 10:28
2
გუნდის ლიდერი რომ მწვრთვნელს იგნორირებას უკეთებს ასეთი გუნდის წარმატება გამორიცხულია.ასეთივე სიტუაციაა არგენტინის ნაკრებშიც.ასე აფუჭებს ზედმეტი ქება დიდება ადამიანს.
მთავარი დამნაშავეც ცნობილია
01 ნოემბერი 2020 22:40
3
შესთავაზა რამე?ან სხვა ფეხბურთელებს შეეტყოთ რამე?ან რას უწუნებდა ამ თამაშის სტილს?თუ არადა გაეშვათ გუნდიდან,ხომ ითხოვდა მესი.ბოლომდე დაანგრიეს და ჩაძირეს გუნდი,ვალებში გადააგდეს,ერთი ბრილიანტი გაუყიდეს,მეორეს გადაკეთება და ჩაწვრილება მოინდომეს.შენი გუნდის ძლიერი მხარე თუ არ გამოიყენე,რისთვის მიდიხარ მწვრთნელად?ან რაშია მართალი?ვინც არ მოგდევს,უნდა გაუშვა გუნდიდან,მაგრამ სიხარბემ მანდაც გადაძალათ და არ გაუშვეს.გაეშვა და გუნდი აეშენებინა.ან პრეზიდენტმა თავის ფეხბურთელებზე ცრუ ამბების გავრცელება რომ დაიწყო,მაგის შემდეგ,ფეხბურთელებზე აუგის თქმა,რამდენად სწორია?თუნდაც არგენტინაში,აგერ რამდენი ხანი არ თამაშობდა მესი ნაკრებში.სასიკეთო შეეტყოთ რამე?იქაც მესი უშლიდა?ან მესის ძალიან უხარია ოკეანის გაღმა გამოღმა ფრენა,ნაკრებში რომ თამაშობს?33 წლისაა და შეეშვან,თუ ხელს უშლის,მაგრამ მესის თამაშით,ნაკრების შემოსავალი იზრდება და კორუფციაში ყელამდე ჩაფლული არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია,ნაკრებს საკუთარი შემოსასავლის გულისათვის აქეთ იქით დაათრევს,ნაკრებს კი არაფერს ახმარს.ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა.
სოსო
02 ნოემბერი 2020 02:27
0
მესისთან რომ მიდიოდი სამუშაოდ და არა ფერმაში მაგ ვერ გადახარშე შე კაცუნა
თემური
01 ნოემბერი 2020 22:28
5
ისე სურდათ ამ კაცუნებს, გენიოსის გატეხვა,რომ ფეხბურთი შეაზარეს.აქამდე მეზიზღებოდა სეტიენი,ახლა კი,მეცოდება.ჰეროსტრატეობა მოიწადინა,არარაობამ,მეორე არარაობასთან ერთად.
სოსო
01 ნოემბერი 2020 19:40
2
სოსო, როგორც ყოველთვის მართალი ხარ. "ზოგ-ზოგიერთებმმა" მიაღწიეს იმას, რომ მესის გაუფუჭეს ხასიათი, აღარ აქვს თამაშის ხალისი. არ არის ადვილი იმ "ბატალიების" მერე ყველაფრის გადახარშვა და უცებ ფორმაში ჩადგომა. სხვისი არ ვიცი და მე პირადად მესიზე ძალიან მწყდება გული. იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ლეო მოერევა ამ ყველაფერს და გამოვა კრიზისული მდგომარეობიდან.
ბარსა მესი
01 ნოემბერი 2020 20:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული