34 წლის რამოსს "რეალი" 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" სერხიო რამოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს და როგორც Cadena SER-ი წერს, კლუბის ხელმძღვანელობა სერხიოს ახალ, 2023 წლამდე გათვლილ კონტრაქტს შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსის" მესვეურებს კაპიტნის კიდევ 1 წლით დარჩენა უნდოდათ, თუმცა, რამოსის ფორმის გათვალისწინებით, კიდევ ერთი წელი დაამატეს...

ისიც გასათვალისწინებელია, რომ კლუბი სერხიოს ხელფასს არ შეუმცირებს. ესპანელები ელოდებიან, რომ მხარეები საბოლოო შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწევენ.

მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდის.


მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალს წესად არა აქვს,ასაკოვანი ფეხბურთელისათვის 1 წელზე მეტი კონტრაქტის დადება არ შეიძლება.რამოსზე ეს წესი დაივიწყეს და ძალიან სწორადაც მოიქცნენ.არაერთხელ მითქვამ აუგი,მის დაუნდობლობაზე,მაგრამ გუნდისათვის, ის,ფასდაუდებელი ფეხბურთელია.უნივერსალი და სწორუპოვარი მებრძოლი.
სოსო
19:56 06-11-2020
2

სიახლეები პოპულარული