ლა ლიგას მე-9 ტურში "ბარსელონამ" სახლში 5:2 დაამარცხა "ბეტისი".
მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავდამსხმელი ლეო მესი სასტარტოში არ დააყენა და შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე - მან თამაში ძირითად შემადგენლობაში ბოლოს 2019 სექტემბერში არ დაიწყო. ლიონელმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლი პენალტით გაიტანა. ამ სეზონში 5 თერთმეტმეტრიანი კლუბში, 1 კი ნაკრებში ჰქონდა გატანილი და აი, თამაშიდანაც გაიტანა.
ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა - აქამდე მან ნაკრებში 3 პენალტი გააცუდა. სამაგიეროდ სევილიელებთან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
უსმან დემბელემ პრიმერაზე გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მის ანგარიშზე უკვე 2 გოლია.
ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ბეტისი 5:2
გოლები: 1:0 დემბელე (22), 1:1 სარაბია (45+2), 2:1 გრიზმანი (49), მესი (61, პენ), 3:2 მორონი (73), 4:2 მესი (82), 5:2 პედრი (80)
გაძევება: მანდი (60, ბეტისი)
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (33)