ავტოგოლი, 3 პენალტი - "რეალი" "ვალენსიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-9 ტურში "რეალი" "ვალენსიასთან" 1:4 დამარცხდა, რომელიც აქამდე სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფებოდა.

ბენზემამ თავიდან კი დააწინაურა "სამეფო გუნდი", მაგრამ შემდეგ მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ სტუმართა კარში 3 პენალტი დანიშნა და ყველა კარლოს სოლერმა გამოიყენა, ერთი გოლი კი საკუთარ კარში რაფაელ ვარანმა გაიტანა.

ესპანეთის ჩემპიონატზე ერთ მატჩში "რეალის" კარში 3 თერთმეტმეტრიანი პირველად დანიშნეს.

ვარანმა ბოლო 5 მატჩში 2 ავტოგოლი გაიტანა - იქამდე საკუთარ კარში ამდენივე გოლი 324 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი.

"რეალი" 8 ჩატარებულ მატჩში მოპოვებული 16 ქულით მეოთხე
ადგილზეა და 21 ნოემბერს სტუმრად "ვილიარეალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
4 პენალტი დაიდო. 3 გაიტანეს.
გელა
08:49 09-11-2020
1
ნუ გადაგვაყოლე ამ ვარანს
zizus
05:12 09-11-2020
2

სიახლეები პოპულარული