სერხიო რამოსი "ვილიარეალთან" და "ინტერთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა ერთა ლიგაზე გერმანიასთან მატჩის (6:0) 42-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. "მარკას" ცნობით, მას მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს და "რეალს" ორ უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარება.

ის ლა ლიგაზე "ვილიარეალთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" ვერ ითამაშებს და სავარაუდოდ, 1-ელ დეკემბერს "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსმა პრიმერას 8 მატჩში 2 პენალტი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩათვალე ორივე თამაში წააგო რეალმა
მამუკა
21:00 20-11-2020
0

სიახლეები პოპულარული