დაოსებული "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-10 ტურში "ბარსელონა" მადრიდში "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა.

ისევე როგორც "რეალი" საშინელ ფორმაშია "ბარსელონა", ამ შეხვედრაშიც ვერ ითამაშა თავისი ფეხბურთი, "ატლეტიკომ" კი ის ითამაშა, რაც ჩვევია, ტერ შტეგენის შეცდომით პირველი ტაიმის დასასრულს კარასკომ ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საკუთარ თავს არ ჰგავდა მესი, რომელიც მოედანზე შეუმჩნეველი იყო და ვერც მისი პარტნიორები ირჯებოდნენ სახეიროდ.

8 მატჩში "ბარსამ" 11 ქულა აიღო, რაც 1991 წლის შემდეგ ამ გუნდის უარესი შედეგია.

სტუმართა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა
დატოვა მოედანი.

სიმეონეს ხელმძღვანელობით "ატლეტიკომ" პირველად სძლია "ბარსელონას" ჩემპიონატზე - მე-18 მატჩში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
საერთოდ თუ ვინმეს მესიზე ავი დაუწერია ყველაფერს მე მაბრალებთ.მაგრამ იცოდეთ ვერასოდეს შევეგუები დაუკრეფავში გადასვლას და ფეხბურთის მეფეს პელესა და ლომის მარადონას გინებას რომლებმაც ფეხბურთში ისეთ სიმაღლეებს მიაღწიეს რომლის იქითაც აღარაფერი არსებობს.აიღეთ მაგალითი ლეოსა და კრიშტიანოსგან რომლებიც კაცურად ერთმანეთს ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებენ და შეეშვით უაზრო დაპირისპირებას.უყურეთ და დატკბით მათი თამაშით.ვერ ხედავთ მთელი მსოფლიო რა დღეში ვართ ამ უბედურების კორონას გადამკიდე.
ამაშია საქმე
24 ნოემბერი 2020 10:23
0
მესის როდესაც პრობლემები ქონდა ბარსადან არც ერთი ფეხბურთელი არ დაუდგა გვერდში.ყველა თავის ტყავს გაუფრთხილდა."მეგობარი" სუარესიც გაჩუმდა.ყველაზე კარგად კრიშტიანო მოიქცა რომელმაც მაგარი მხარდაჭერა გამოუხატა და ბარსას ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.ფანების საყურადღებოს დაინახეთ როგორ პატივს სცემენ ერთმანეთს,შეეშვით უსამართლო ლანძღვას და ისიამოვნეთ ამ ორი მოვლენის თამაშით.რაც შეეხება მესის უბრალოდ გადაიღალა,წარმოიდგინეთ ნაკრებში სხვა გეოგრაფიულ სარტყელში უწევს თამაში და აკლიმატიზაცია ამ ასაკში ადვილი არ არის.დარწმუნებული ვარ კიდევ რამდენიმე წელიწადი ეს ორი ფეხბურთის ბუმბერაზი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ.ცუდია რომ ახლებში მათთან მიახლოებულიც კი არავინ ჩანს.
ამაშია საქმე
23 ნოემბერი 2020 16:19
0
ამაშია! ძალიან გვიკვირს, შენი ასეთი რადიკალრი ცვლილება მესის მიმართ. ერთი ძმურად გვითხარი ასეთი რა მოხდა შენს საფეხბურთო ცხოვრებაში, რომ მესის ასე "თბილად" ახსენებ? ბარსა მესი
ამაშია საქმეს
23 ნოემბერი 2020 19:51
0
მესი არაა გამოსული ბუტია ბავშვის ასაკიდან,სხვაგან საერთოდ ვერ ითამაშებს,ამით განსხვავდება რონალდოსგან რომელიც ყველგან ამტკიცებს ლიდერობას.
მახო
22 ნოემბერი 2020 13:29
11
ლეოს, ძალიან მძიმე სულიერი ტრავმა დაუტოვა, იმ ოხერმა გაუგებრობამ და ჩხუბმა, რაც ბარსაში მოხდა. ლეოს ერთ რაღაცაში ვამტყუნებ, თავის თავზე არ უნდა აეღო და არ უნდა "ემხილებინა" ბართომეუს მიერ ჩასვრილი საქმეები, ფაქტიურად მარტო იბრძოდა. (როცა გიყვარს შენი გუნდი, გინდა არ გინდა, თვალს ვერ დახუჭავ) ლეოს ეგონა მთელი კატალონიის ფანები გვერდით დაუდგებოდა, მაგრამ კი ვნახეთ აქა-იქ, კანტი-კუნტად ფანები, უფრო მეტიც თვითონ ბარსას ფეხბურთელებმაც გაუგებარი პასიურობა გამოიჩინეს, ამას დაემატა მესის საუკეთესო მეგობრის ლუის სუარესის, უპრაგუნოდ გაშვებაც (რომელიც ეხლა ჰაერივით ჭირდება ბარსას) აი ეს ყველაფერი ერთად, როგორ გგონიათ არ დაეტყობოდა ლეოს ხასიათს? აქედან გამომდინარე როცა დაინახა ლეომ, რომ გადამწყვეტ სიტუაციაში მარტო დატოვეს ყველამ, ის ფეხბურთიც შეჯავრდა და ის ფანებიც, რომელიც სტადიონზე მესის სკანდირებდნენ. მე პირად ძალიან კარგად მესმის მესის.
ბარსა მესი
22 ნოემბერი 2020 12:26
2
რასაც მესიზე ვფიქრობდი, ზუსტად ისე შაფასე მის ირგვლივ სიტუაცია. მომეწონა მაგარი კომენტარია. მადლობ ძმაო.
ბარსა მესის
22 ნოემბერი 2020 15:22
1
ფეხბურთიდან კი არა ბარსადან უნდა წავიდეს აუცილებლად !!!
აბა რაა
22 ნოემბერი 2020 10:15
1
ნათქვამია, სანადიროდ ძალით წაყვანილო ძაღლი კურდღელს ვერ დაიჭერსო! მესიმ ბარსაში საკუთარი თავი ამოწურა. მოედანზე დგომით, რასაც ის დემონსტრაციულად აკეთებს, არის პარტნიორების უპატივისცემლობა. სჯობს სულ არ იყოს მოედანზე ვიდრე დაემსგავსოს ფესვებ გადგმულ ბუჩქს! დროა გულდი შეიცვალოს, ასეთია ცემი "უბეჟდენიე"!!!
G.A.L.
22 ნოემბერი 2020 09:56
3
მაგას არ იხვეწებოდა?ვინ გაუშვა?!კუმანის მხრიდან, 10 კაცით თამაშის ჩამთავრებას რაღა ჰქვია?გუნდის პატივისცემა?
სოსო
22 ნოემბერი 2020 16:22
0
რეალს კი ეშველება როცა ტრამვირებული ხალხი დაუბრუნდება, მაგრამ ბარსას საშველი არ იქნება ამ სეზონში
მამუკა
22 ნოემბერი 2020 05:10
2
მესი უნდა წავიდეს ფეხბურთიდან,,რას გავს ძალიან ცუდია..
barsa
22 ნოემბერი 2020 03:28
19
ბარტომეუ რომ წასულიყო,თავის გუნდიანად და თავის დროზე,მესი ასე არ იქნებოდა.მთელ თამაშში,ერთხელ არ გაქცეულა.კუმანმა კი,10 კაცით დაამთავრა თამაში და მეთერთმეტე კაცი,მინდორზე არ გამოუშვა,მიუხედავად იმისა,რომ შეცვლის უფლება ჰქონდა.მაგას რა ჰქვია?ასეთ მესის,არავინ წაიყვანსო,ალბათ ამის იმედი აქვთ და კიდევ უფრო უფუჭებენ განწყობას.არც ეს ჰგავს სიმართლეს,მაგრამ გონიერი ახსნა, უკვე ვეღარ მომიძებნია.
სოსო
22 ნოემბერი 2020 11:37
0
ki aucileblad ,tanac qobuletis shukurashi modis cotas mshvidad gavagoreb burtso
gri
22 ნოემბერი 2020 11:27
0

სიახლეები პოპულარული