"ბარსელონამ" გუშინ, 21 ნოემბერს ლა ლიგის შეხვედრაში "ატლეტიკოსთან" მარცხი (0:1) განიცადა და უკვე დღეს "ბლაუგრანას" შეტევის ხაზის "თანამშრომლობის" სტატისტიკა გახდა ცნობილი.
ლიონელ მესიმ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ანტუან გრიზმანმა მოედანზე 83 წუთი გაატარა. არგენტინელმა ფრანგს 1 პასი გაუკეთა, გრიზმანმა ლეოს 2-ჯერ უპასა.
აღსანიშნავია, რომ შემტევი ფეხბურთელებიდან მესიმ ყველაზე მეტი, 5 გადაცემა გაუკეთა დემბელეს, 2 კი პედრის. უსმანმა ლეოს უკან ასევე 5-ჯერ უპასა, პერიმ2-ჯერ.
მათ გარდა, არგენტინელმა მცველ სერხი რობერტო 8-ჯერ მიაწოდა ბურთი, 7-ჯერ კი საყრდენ მირალემ პიანიჩს, 6-ჯერ ფრენკი დე იონგს.
ბოსნიელმა ლეოს 13 პასი გაუკეთა, ნიდერლანდელმა კი - 12.
მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით