რუს-უკრაინელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეგ სალენკომ, რომელიც ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენია, "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის თამაში შეაფასა.
"კატალონიელები შემადგენლობას ცვლიან. მათ ახალი მოთამაშეები სჭირდებათ, გუნდში ხომ აშკარა კრიზისია. ტყუილუბრალოდ ლა ლიგაში მე-9 პოზიციაზე არ არიან.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ყველაფერი მოაგვარეს, აწი ახალგაზრდა მოთამაშეებს ჩართავენ ხოლმე საქმეში.
მესი, ალბათ, ისევ დაისვენებს. ის ფეხბურთს ინტერესის გამო თამაშობს, როცა სჭირდება, აფეთქდება. ზუსტად ისეა, როგორც მე ვეტერანთა ნაკრებში.
"დინამოს" მათ წინააღმდეგ ქულის მოპოვების შანსი აქვს. ამისათვის დაცვიდან უნდა ითამაშონ და
საკუთარი შანსები გამოიყენონ", - უთხრა სალენკომ 1927.kiev.ua-ს.
სალენკო მუნდიალის ისტორიაში 1994 წელს შევიდა, როცა ჯგუფურ ეტაპზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა და იმ ტურნირის "ოქროს ბუციც" მას ერგო. კიევის "დინამო" კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ხვალ, 24 ნოემბერს, საკუთარ კედლებში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.