ესპანურმა ტელეარხმა "მოვისტარმა" "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანთან ვიდეოინტერვიუ დააანონსა, რომელშიც ფრაგმენტია ჩართული. ფრანგი ფეხბურთელი მისთვის მტკივნეულ თემებზე ისაუბრებს. ინტერვიუ ეთერში უახლოეს საათებში გავა.
ავტორებმა არ განმარტეს, რაზე ილაპარაკებს გრიზმანი, თუმცა დამაინტრიგებელი ნაწყვეტი გაუშვეს:
"პრეზენტაციაზე მე ვთქვი, რომ მინდა სათქმელი მხოლოდ მოედანზე ვთქვა და არა მოედანს მიღმა. თუმცა, დადგა დრო, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. კმარა, მე დიდი ხანი ვითმინე", - განაცხადა ფეხბურთელმა.
ადრე ანტუანის ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლატსმა დაიჩივლა, რომ "ბარსას" კაპიტანმა ლეო მესიმ მაქსიმალურად გაურთულა გრიზმანს გუნდში ადაპტაცია და მას
20 ნოემბერს კი კატალონიური კლუბის ფანები გრიზმანის ავტომობილს თავს დაესხნენ და უყვიროდნენ, რომ მესის პატივი უნდა სცეს.